PUDO · დიდუბე, წერეთლის გამზ. · ორშ–პარ 21:00-მდე · პარკინგი

თქვენი ამანათები. ჩვენი წერტილი.

გაცემის პუნქტი თბილისში — თქვენს სისტემაში.

გაცემის პუნქტი დიდუბეში — საკუთარი ფილიალის გახსნის გარეშე: თქვენი კურიერი ამანათებს ჩვენთან ტოვებს, ჩვენ კი მათ ადრესატებს გადავცემთ თქვენს სისტემაში.

ვის ვემსახურებით

საკურიერო კომპანიებს

წერტილი ადრესატისთვის, რომელიც კურიერს სახლში ვერ დაელოდება.

ფორვარდერებს

გაცემა თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში.

ონლაინ მაღაზიებს

თვითგატანის წერტილი საკუთარი მაღაზიის გარეშე.

მარკეტპლეისებს

დამატებითი გაცემის პუნქტი დიდუბეში.

როგორ მუშაობს

  1. კურიერს მოაქვსამანათები ჩვენს ოფისში.
  2. ვიღებთ თქვენს სისტემაშითქვენი აპით ან თავსებადი სკანერით.
  3. ადრესატი მოდისსამუშაო საათებში.
  4. ადრესატს გადავცემთდა გაცემას ვაფიქსირებთ თქვენს სისტემაში.

რატომ Parcdel

  • წერეთლის გამზირი და პარკინგიკურიერი სწრაფად მოდის და მიდის. უახლოესი მეტრო — გოცირიძე.
  • საკუთარი ფილიალის გახსნის გარეშეარც იჯარა, არც თანამშრომელი.
  • ოპერატორი, სიგნალიზაცია, კამერაოპერატორი ადგილზეა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, გაცემის პუნქტში ვიდეოკამერაა.
  • 21:00-მდე და შაბათსაცადრესატი სამსახურის შემდეგაც მოასწრებს: ორშ–პარ 10:00–21:00, შაბ 10:00–14:00.
  • შენახვა 14 დღემდესტანდარტულად; თქვენი მოთხოვნით — 1 თვემდე.

რა ზომის ამანათებს ვიღებთ

ნებისმიერი ზომის ამანათს 30 კგ-მდე — რასაც ერთი ადამიანი ხელით გადაიტანს.

პატარა

კონვერტი, პაკეტი, ტანსაცმელი, კოსმეტიკა, აქსესუარები.

საშუალო

ფეხსაცმლის ყუთი, ტელეფონი, ლეპტოპი, წიგნები, მცირე ტექნიკა.

დიდი · 30 კგ-მდე

მონიტორი, მიკროტალღური ღუმელი, ჩემოდანი, საბავშვო ეტლი.

უფრო დიდი ან მძიმე ტვირთი — შეთანხმებით, ჩვენს საწყობში →

300 მ²

სასაწყობე ფართი

გაცემის პუნქტთან ერთად, იმავე მისამართზე გვაქვს 300 მ² სასაწყობე ფართი. თქვენს მარაგს ან ამანათებს ჩვენი ოპერატორი მიიღებს, შეინახავს და გასცემს. პირობები ინდივიდუალურია.

პირობების გაგება

ხშირი კითხვები

რა არის Parcdel?

Parcdel არის ამანათების გაცემის პუნქტი (PUDO) თბილისში, დიდუბეში. სხვა კომპანიების ამანათებს ვიღებთ და ადრესატებს გადავცემთ.

ვისთვისაა ეს მომსახურება?

საკურიერო კომპანიებისთვის, ფორვარდერებისთვის, ონლაინ მაღაზიებისა და მარკეტპლეისებისთვის. კერძო პირებისგან ამანათებს ამ ეტაპზე არ ვიღებთ და არ ვაგზავნით — მხოლოდ პარტნიორი კომპანიების ამანათებს გადავცემთ მათ ადრესატებს.

სად მდებარეობს პუნქტი?

თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №87ბ (დიდუბე). უახლოესი მეტრო — გოცირიძე. ოფისთან პარკინგია.

როდის მუშაობთ?

ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00–21:00, შაბათს 10:00–14:00.

რა ზომის და წონის ამანათებს იღებთ?

ნებისმიერი ზომის ამანათს 30 კგ-მდე — რასაც ერთი ადამიანი ხელით გადაიტანს: კონვერტიდან მონიტორამდე და ჩემოდნამდე. უფრო დიდი ან მძიმე ტვირთი — შეთანხმებით, ჩვენს საწყობში.

საჭიროა ჩვენს სისტემასთან ინტეგრაცია?

არა. ვმუშაობთ თქვენს აპში ან თავსებადი სკანერით — ამანათის მიღებასაც და გაცემასაც თქვენს სისტემაში ვაფიქსირებთ.

რამდენ ხანს ინახება ამანათი?

სტანდარტულად 14 დღემდე. თქვენი მოთხოვნით — 1 თვემდე.

რა ღირს?

გაცემის პუნქტში იხდით მხოლოდ გაცემულ ამანათზე, ფიქსირებული გადასახადის გარეშე. ტარიფი მოცულობაზეა დამოკიდებული — დაგვიკავშირდით. საწყობის პირობები ინდივიდუალურია.

იღებთ ადგილზე გადახდას (COD)?

შეთანხმებით. თუ თქვენი სისტემა ამას ითვალისწინებს, ოპერატორი თანხას ადრესატისგან მიიღებს და შეთანხმებულ ვადაში გადაგირიცხავთ.

ვინ არის ადგილზე?

ოპერატორი მთელი სამუშაო დროის განმავლობაში. ოფისი დაცულია სიგნალიზაციით, გაცემის პუნქტში ვიდეოკამერაა.

გაქვთ სასაწყობე ფართი?

კი, იმავე მისამართზე — 300 მ². შენახვას ჩვენი ოპერატორი უზრუნველყოფს, პირობები ინდივიდუალურია. სახიფათო, მალფუჭებადი და ძვირფასი საქონელი არ მიიღება.

როგორ დავიწყოთ თანამშრომლობა?

დაგვირეკეთ, მოგვწერეთ WhatsApp-ში ან ელფოსტაზე info@parcdel.com. შევთანხმდებით პირობებზე, მოგვცემთ წვდომას თქვენს აპზე — და დავიწყებთ.

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ — განვიხილავთ თქვენს მოცულობას. იხდით მხოლოდ გაცემულ ამანათზე, ფიქსირებული გადასახადის გარეშე.

Parcdel-ის ოფისი, აკ. წერეთლის გამზ. №87ბ, თბილისი